სიონის საპატრიარქო ტაძარში მეუფე შიო მივიდა

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაკრძალეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები მოვიდნენ.

ისინი პატრიარქისთვის პანაშვიდს აღავლენენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

დილიდან, ტაძარში საზოგადოება მოდის, რათა სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს პატივი მიაგონ.