მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და თოვლი – ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
„17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
„მისმა სიკვდილმა დროზე ადრე დამაბერა…“ – გია სურამელაშვილმა ამერიკაში, აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა
VIDEO: „არაადამიანურად ექცევი…“ – მწვავე დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“

ასევე დაგაინტერესებთ