მოსკოვი შეშფოთებულია სომხეთში “ლენინგრადის ბლოკადის” ძეგლთან ინციდენტის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ერევანში კაცი “ლენინგრადის ბლოკადის” ძეგლთან მიდის და იქ დაწყობილ გვირგვინებს აზიანებს.
“ამასწინ მარია ზახაროვამ თქვა რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს არცახში (მთიან ყარაბაღში) მომხდარი ეთნიკური წმენდისა. საინტერესოა, არსებობს კი ლენინგრადის ბლოკადის დოკუმენტაცია? და ჩვენ ერევანში ამ ფაშისტებს ძეგლი დავუდგით და თან ვგლოვობთ კიდეც. არ არსებობს რაიმე დოკუმენტაცია, არ არსებობს”, – ისმის კაცის ხმა გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მემორიალთან დაწყობილ გვირგვინებს მიწაზე ყრის. გუშინვე სომხეთში ს საელჩომ გაავრცელა განცხადება ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოელის სამართლებრივ შეფასებას სომხეთის ხელისუფლებისგან.
“ლენინგრადის ბლოკადის ბავშვთა ძეგლზე თავდასხმა სიგიჟეა. სომხეთის რეაქცია იმედს გვაძლევს, რომ სამართალდამცველი ორგანოები გაერკვევიან ინციდენტში. მე ბევრი განცხადება მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი არ არის ჯანმრთელი, თუმცა ამ ქცევის მიზეზებში ორივე ქვეყნის სამართალდამცველი უწყებები უნდა გაერკვნენ. პირველ რიგში, ამ საქციელმა თავად სომხეთში გამოიწვია აღშფოთება”,- ამბობს ზახაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან