ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Tencent-მა, 2025 წლის შეჯამებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და $109 მილიარდს მიაღწია.კომპანიის წარმატება დიდწილად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაუმჯობესებამ განაპირობა, რამაც უფრო ეფექტური გახადა სარეკლამო ტარგეტირება და გაზარდა მომხმარებელთა ჩართულობა გეიმინგ სექტორში.Tencent-ის ძირითადი შემოსავლები სექტორების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ჯამური შემოსავალი: $109 მილიარდი (ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა).
გეიმინგი ჩინეთში: $23.8 მილიარდი (წლიური 18%-იანი ზრდა).
საერთაშორისო გეიმინგი: $11.2 მილიარდი (ზრდა 10%).
ფინტექი და ბიზნეს სერვისები: $33.2 მილიარდი (8%-იანი ზრდა).
სოციალური ქსელები: $18.5 მილიარდი (5%-იანი ზრდა).
ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობამ მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს შემოსავლების გაზრდას და AI-ის მიმართულებით ინვესტიციების გაორმაგებას გეგმავენ, რაც დაახლოებით $5.2 მილიარდს შეადგენს.bm.ge
