“მე რომ ვწყვეტდე, რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, ის პრობლემები რაც გვაქვს არ გვექნებოდა” – კალაძე

“მე, რომ მქონდეს იმის უფლება და შესაძლებლობა თავად მივიღო გადაწყვეტილება რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, გულწრფელად ვამბობ, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს გვაქვს”, – ამის შესახებ მ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმაზე საუბარიც, თითქოს ტენდერში გამარჯვებულებს მერია ავლენს.
“როცა სამუშაოებს ვიწყებთ, იმაზე რთული მდგომარეობა გვხვდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამას ემატება არაპროფესიონალი და არაკეთილსინდისიერი რიგი კომპანიები, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობენ. ძალიან ხშირად ყოფილა საუბარი, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს, რაც დიდი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ვერც მე და ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შევარჩევთ კომპანიას. კომპანიების შერჩევა ხდება ტენდერის საფუძველზე, რომელიც ცხადდება კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით. გამოვლენა ხდება იმ კომპანიის, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და ა.შ. მე, რომ მქონდეს იმის უფლება და შესაძლებლობა თავად მივიღო გადაწყვეტილება რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, გულწრფელად ვამბობ, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს გვაქვს. ეს, არის 100% სიმართლე, ვინმეს თუ აინტერესებს”, – განაცხადა კალაძემ.