სამების ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის , პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი მივიდნენ

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, , გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი მივიდნენ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.