21-22 მარტს ბათუმის მერია თბილისში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21-22 მარტს ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ბათუმის მერიის განცხადებით, შეკრების ადგილი ქალაქი ბათუმის, ცენტრალური სტადიონის – “აჭარაბეთ არენას” მიმდებარე ტერიტორია იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას.
21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი
22 მარტი – გამგზავრება 05:00 საათი
შეკრების ადგილი: ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის – „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.
გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ
ნომრებზე:
577 302 644
0422 270119
ასევე, 21 და 22 მარტს პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.
დამატებითი რეისების განრიგი: https://shorturl.at/HrKCv” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”