-მა ირანულ ნავთობს დროებით სანქციები მოუხსნა

0
-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმადაც, ირანულ ნავთობს 19 აპრილამდე სანქციები ეხსნება.
როგორც ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საუბარია ირანულ ნავთობზე, რომელიც უკვე გემებზეა დატვირთული და ზღვაში იმყოფება.
ირანული ნავთობის შეძენის უფლება ექნება ყველას გარდა ჩრდილოეთ კორეის, კუბის და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული რეგიონებისა, ყირიმის ჩათვლით.
როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება 140 მილიონი ბარელის ოდენობის ირანულ ნავთობს შეეხება. აშშ-ში იმედოვნებენ, რომ სანქციების მოხსნა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებს შეამცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“