რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად 80-კაციან დელეგაციას გზვანის

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად 80-კაციან დელეგაციას გზავნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა რუსეთში მოქმედი, ქართული ტაძრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა თეოდორე კრიჩეტოვმა.“ბელორუსიიდან მოდის ბელარუსიის ეგზარქოსი და ის ხელმძღვანელობს რუსეთის დელეგაციას […] ალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება […] ეს ეკლესიის ერთობა, ეს ეკლესიის დიდებას დიდი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა კრიჩეტოვმა დღეს, 21 მარტს, სამების ტაძართან, სადაც ილია მეორე ამჟამად არის დასვენებული.ამავე თემაზე:ილია მეორის დაკრძალვაზე კირილი ბელარუსის ეგზარქოსს გზავნის – “სპუტნიკი”