ზეთისხილის ექსპორტი 160%-ით შემცირდა – სად გადის პროდუქცია

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ზეთისხილის ექსპორტი, 2022 წელთან შედარებით, 160%-ით შემცირდა. 2023 წელს ექსპორტზე გავიტანეთ $178 000-ის 70 ტონამდე ზეთისხილი, ხოლო 2022 წელს $275 000-ის 182 ტონა ზეთისხილი.
2023 წელს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო, სადაც $175 000-ის 68.4 ტონა ზეთისხილი გაიყიდა. მეორე ქვეყანა, სადაც ზეთისხილის გავყიდეთ აზერბაიჯანი იყო. იქ $2500-ის 1.3 ტონა ზეთისხილი გაიყიდა.
რაც შეეხება ზეთისხილის იმპორტს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იმპორტი 2.5%-ით გაიზარდა; 2021 წელთან შედარებით – 47%-ით. შესაბამისად, გასულ წელს $4.9 მლნ-ის, 2400 ტონამდე ზეთისხილი შემოვიდა ქვეყანაში, 2022 წელს – $3.8 მლნ-ის 2300 ტონა, 2021 წელს – $2 მლნ-ის 1200 ტონა.
გასულ წელს ყველაზე მეტი ზეთისხილი ესპანეთისგან ვიყიდეთ.
ზეთისხილის იმპორტიორი ქვეყნების ექვსეული ასეთია:
ესპანეთი – $3.2 მლნ-ის – 1,622 ტონა;
თურქეთი $913 000-ის – 364 ტონა;
სომხეთი $335 000-ის – 206 ტონა;
უნგრეთი $170 000-ის – 60 ტონა;
საბერძნეთი $93 000-ის – 40 ტონა;
იტალია $88 000-ის – 19 ტონა.