„თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ, შსს-სთან ერთად დაიწყო ახალი საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას”- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი თქმით განისაზღვრა კონკრეტული ადგილები, სადაც განთავსება ნორმის დამრღვევი დეტექტორები.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შსს-თან და ერთად განისაზღვრება კონკრეტული ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, მოხდება ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად დაჯარიმდება.
ხმაურის დეტექტორები დამზადებულია ჰოლანდიური კომპანიის მიერ, ასეთი ტიპის დეტექტორები განთავსებულია ევროპის რამდენიმე ქალაქში და საპილოტე პროგრამის ფარგლებში დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განთავსებას, დავაკვირდებით, შევხედავთ და შემდეგ უკვე ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორების სხვადასხვა ქუჩებსა თუ გამზირებზე დამონტაჟება, რაც გაამარტივებს ხმაურის ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესასაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას” – აღნიშნა კახა კალაძემ.