უზბეკეთის პრეზიდენტმა კობახიძეს პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა

ივანიშვილის პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის – სამშობლოს ერთგული და თავდადებული  შვილის – ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში.
ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის – უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით.” – წერია სამძიმრის წერილში.