ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
“უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.
პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).
მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა.” – ნათქვამია განცხადებაში.