22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, მოქალაქეები სამების ტაძარში ვერ შევლენ

შესწორება: 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, რადგან ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროს მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.
ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, საქართველოში 11 საათზე ჩამოფრინდება, 12 საათზე კი დაიწყება წესის აგება. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, 12 მღვდელი და 7 დიაკონი.
“მსოფლიო პატრიარქი ჩამოფრინდება 11 საათზე თვითმფრინავით და პირდაპირ აეროპორტიდან მოვა. იმედია, რომ ეს რეისი არ დააგვიანებს და თუ ყველაფერი ზუსტად განრიგის მიხედვით არის, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს . წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები. […] გადაწყდა, რომ 12 მღვდელი იქნება და 7 დიაკონი.” – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
კათოლიკოს-პატრიარქ -ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.