რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ თეოდორე კრიჩეტოვის ცნობით, ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 80-კაციან დელეგაციას გზავნის, რომელსაც ბელარუსის ეგზარქოსი უხელმძღვანელებს.
“მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელარუსიდან. […] ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ის ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. […] მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს არის კარგი, ეს ეკლესიის ერთობაა, ეს ეკლესიის დიდებაა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. […] ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება.” – თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას.
20 მარტს რუსული პროპაგანდისტულმა მედიამ, სპუტნიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის საპატრიარქოს მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს.
კირილი სამძიმარში პატრიარქის ტიტულს სრულად არ წერს, რათა ცხუმ-აფხაზეთი არ ახსენო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. მას ხვალ, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი კობახიძეა.