ანა დოლიძე – ჩვენი თანაპარტიელი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
,,ამ დილით, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ჩვენი წევრი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თან არ ახლდა არანაირი მტკიცებულება, უსამართლოა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული დაპატიმრება, როგორც სადამსჯელო მექანიზმი”, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი