პატრიარქს მეზღვაურები ემშვიდობებიან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მეზღვაურები ემშვიდობებიან – დღეს სამების საკათედრო ტაძარში მისული საქართველოს საზღვაო დარგის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ყველა მეზღვაურში, გემსა თუ ხმელეთზე ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაში იმყოფება.

ჩვენი ვალი იყო დღეს მოვსულიყავით და ბოლო პატივი მიგვეგო უწმინდესისთვის. ყველა მეზღვაური დღეს არის გლოვაში – ისინი ვინც გემზე იმყოფებიან და ისინი, ვინც დღეს ხმელეთზე არიან.  ყველას სახელით ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს”, – ამბობს მეზღვაური. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.  ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…