იენს სტოლტენბერგმა ამერიკელ კონგრესმენებთან უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, – ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.
„გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის და რომ ნატოს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება