2024 წელი კარმული პერიოდია – რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის დასრულებამდე, რომ მომდევნო წელს წარმატებას მიაღწიოთ და აღიარება მოიპოვოთ

2024 წლის დადგომამდე კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა. ასტროლოგების თქმით, თითოეულ ადამიანს შეუძლია, ეს პერიოდი კარგად გამოიყენოს, რომ მომდევნო წელს არაერთი მიმართულებით წარმატებას მიაღწიონ. ნაკიანი წელიწადის შესახებ წარმოდგენები უძველესი დროიდან არსებობდა. 2024 კი სწორედ ნაკიანი წელია. ანუ, წლის განმავლობაში 366 დღე-ღამე იქნება, რაც 1-ით მეტია მარტივ წელიწადზე. ძველად თვლიდნენ, რომ ნაკიანი წლის პირობებში უფრო მეტი პრობლემა და გამოწვევა წარმოიშობა, ვიდრე ჩვეულებრივ.
ნაკიანი წელი ერთგვარ გამოცდად ითვლებოდა და მიიჩნევდნენ, რომ იმ წლის განმავლობაში რადიკალური გადაწყვეტილებები არ გაამართლებდა და წარუმატებლად დასრულდებოდა. ასევე, ნაკიანი წელი გლობალურ კატასტროფებსა და არასტაბილურობას მოასწავებდა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წელი, გარდა იმისა, რომ ნაკიანი წელიწადია, კარმული დროცაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ზუსტად იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს…
შეიძლება ითქვას, რომ ახლა დროის გზაჯვარედინზე, დიდი ცვლილებების წინ ვდგავართ. ყველაფერი მოძველებული, წარსულში დატოვებული აუცილებლად უნდა განადგურდეს, თუ გსურთ, რომ მომდევნო წლიდან თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოვიდეს.
ტრანსფორმაციის დრო: რა უნდა გააკეთოთ 2024 წლამდე?
· ასტროლოგების თქმით, თქვენი მომავალი, კეთილდღეობა თქვენსავე თავზეა დამოკიდებული. რწმენები, დამოკიდებულებები საწყის წერტილს უბრუნდება და ზუსტად იმ შედეგს გაძლევთ, რაც დაიმსახურეთ.
· დაფიქრდით, როგორ უყურებთ სამყაროს და რა გზავნილებს, აზრებსა და ემოციებს უშვებთ გარემოში. თუ ირგვლივ მხოლოდ ნეგატივს ხედავთ, სამყაროს აგრესიას, შურსა და ბოღმას უგზავნით, ეს ემოცია უკან დაგიბრუნდებათ და 2024 წლის განმავლობაში არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდებით… წაიკითხეთ ვრცლად..