რა ხდება, როდესაც მეცნიერება ხვდება ფანტასტიკას.
ფოტო: Project Hail Mary
როგორი იქნებოდა კოსმოსში მარტო გაღვიძება? თუ Project Hail Mary-ის (პროექტი ავე მარია) რაილანდ გრეისს (რომლის როლსაც რაიან გოსლინგი ასრულებს ახალ ადაპტაციაში) ჰკითხავთ, ვფიქრობ, ორ რამეს გიპასუხებთ: რთული და ძალიან უცნაური.
ამ გალაქტიკათშორისი თავგადასავლის დასაწყისში მთავარი გმირი ახალ და საშიშ რეალობას უპირისპირდება, როდესაც ირკვევა, რომ ის კოსმოსურ ხომალდზეა გამომწყვდეული და წარმოდგენა არ აქვს სად არის ან რატომ არის იქ. თავიდან ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია, სანამ პერსონაჟი არ გააცნობიერებს, რომ დედამიწის ბედი მასზეა დამოკიდებული.
პერსონაჟი იაზრებს, რომ ჩვენი პლანეტა ერთადერთი არ არის, რომელიც განადგურების პირასაა. გრეისი ერთიანდება ერიდიან როკისთან — უცხოპლანეტელთან, რომელიც გარეგნულად თითქოს ობობას ჰგავს, მაგრამ ასე დახასიათება ბოლომდე ზუსტი არ არის. ეს არსება სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმაა. ისინი ერთად ცდილობენ გაარკვიონ, როგორ დაამარცხონ პატარა, მაგრამ ძალიან საშიში მტერი — ასტროფაგი.
ფილმში მთავარ პერსონაჟს გადარჩენა ძალიან რთულ პირობებში უწევს, სადაც ვარსკვლავის სინათლე თითქმის ვეღარ აღწევს. ფილმი ენდი უირის ბესტსელერის ეკრანიზაციაა. Iflscience სწორედ წიგნის ავტორს დაუკავშირდა და ფილმის პრემიერის ფონზე მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
თავად უირის ისტორიაც საინტერესოა, რადგან ის 20 წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობდა, სანამ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში “მარსელით” შემოაბიჯებდა. ეს მისი პირველი რომანი იყო, რომელმაც მკითხველის ყურადღება მალე მიიქცია და საბოლოოდ, ეკრანიზაციაც ვიხილეთ. თუ მარსელში სიუჟეტი მარსზე ვითარდება ახალ რომანში სრულიად ახალი ტიპის პლანეტასთან გვაქვს საქმე. მეტიც, Project Hail Mary-ში ახალი ტიპის სიცოცხლის ფორმაც ჩნდება.
ეს ახალი სიცოცხლის ფორმა უზომოდ ძლიერი, ჭკვიანი და “ქვისმაგვარი” არსებაა. მისი მშობლიური პლანეტა ჩვენს ჯოჯოხეთს ჰგავს და იქ სილიკონზე დაფუძნებული ცოცხალი ორგანიზმები არიან.
“ინსპირაციისთვის რეალური ეგზოპლანეტა ავარჩიე. უფრო სწორად, იმ დროს, როდესაც წიგნზე მუშაობა დავიწყე, ითვლებოდა, რომ ეს იყო პლანეტა და ახლოს იყო ვარსკვლავ 40 ერიდიანთან — იმდენად ახლოს, რომ ის ვარსკვლავის გარშემო ყოველ 46 დღეში ერთხელ ბრუნავს. ასე რომ, ეს პლანეტა გაცილებით უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო თავის ვარსკვლავთან, ვიდრე მერკური მზესთან”, — უთხრა უირიმ Iflscience-ს.
უირის თქმით, მას ასეთ ექსტრემალურ პირობებში უნდოდა ბიოსფეროს წარმოდგენა. ასეთ გარემოს თხევადი წყალი დასჭირდებოდა, მაგრამ როგორ შეიძლებოდა პლანეტა ასე ახლოს ყოფილიყო ვარსკვლავთან და წყალი არ აორთქლებულიყო? მან გამოსავალი ჰაერის მაღალ წნევაში გამონახა.
როგორ? თუ ჰაერის წნევას გაზრდით, წყლის დუღილის ტემპერატურაც გაიზრდება. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, წყალი შეიძლება თხევად ფორმაში დარჩეს.
უირიმ შექმნა ერიდიანების პლანეტა, რომელზეც ძალიან ცხელი გარემოა, მაგრამ დიდი წნევის გამო თხევადი წყალი მაინც არსებობს, რაც ქმნის სიცოცხლის განვითარებისთვის უცნაურს, მაგრამ პირობებს.
“ამიტომ, თუ პლანეტის ზედაპირზე ჩახვალთ, იქ არიან ერიდიანები — პლანეტის ტოპ მტაცებლები, ისე, როგორც ჩვენ ვართ დედამიწის უმაღლესი მტაცებლები. მე შევქმენი მათი მორფოლოგია და ბიოლოგია სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით”, — აღნიშნა უირიმ.
Project Hail Mary-ის პრემიერა საქართველოში 20 მარტს შედგება. უირის წიგნს თუ გავითვალისწინებთ, სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ეკრანიზაციაც უნდა მოეწონოთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს6971 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?3971 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას2386 ნახვა
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს1208 ნახვა
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული622 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
ფლორა და ფაუნა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მეცნიერება
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
ფიზიკა
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
გადახედვა
ადამიანი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
გადახედვა
ფიზიკა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს