რუსეთის საპატრიარქო -ის დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, ბელარუსის ეგზარქოსს გზავნის

ბელარუსის ეგზარქოსი ბენიამინი და ბულარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
რუსული პროპაგანდისტული მედია “სპუტნიკი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის საქატრიარქოს მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს.
ეგზარქოსმა ბენიამინმა ცოტა ხნით ადრე სამძიმრის წერილი გაავრცელა.
“ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, -ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ… წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში,” – წერია ბელარუსის ეგზარქოსის წერილში.