“რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან იმიტომ, რომ მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ.
და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები – განკურნების, სასწაულების მოხდენის და მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება.” – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.