შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
„ადრიენ კირალიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დაინტერესდა 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესით.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში. მან ადრიენ კირალის დეტალურად ესაუბრა 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით“,- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები