“ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა” – მოსაყდრის ქადაგება

23
პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირმა) სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ პირველად იქადაგა.
დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის, ჩვენი გული ივსება მწუხარებასთან ერთად, როგორც გითხარით, სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი, მეოხი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარეშე და ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი,” – თქვა ქადაგებაში მეუფე შიომ (მუჯირმა).
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში, ცოტა ხნის წინ, დაასვენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება