ჰელსინკის კომისია მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების სანქციებით აღსრულებისკენ მოუწოდებს

-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიულმა ხელმძღვანელობამ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და ამერიკის მთავრობას მოუწოდა, გამოუყენოს სანქციები და სხვა ინსტრუმენტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ყურად იღოს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და მათ ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. ჩვენ მოვუწოდებთ -ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ მათ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გააუქმონ ანტიდემოკრატიული და უსამართლო კანონები“, — ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორმა როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი), თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი), წამყვანი წევრი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატი), წამყვანმა წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატი) და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი).