ვოლსკის თქმით, ცვლილებებს წინასაარჩევნოდ გეგმავდნენ, მაგრამ ღარიბაშვილმა “გადაწყვიტა, რომ ახლა ჯობია”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავდნენ, თუმცა მოვლენები ს გადაწყვეტილებით დაჩქარდა.
ვოლსკის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი გახდება. ამ პარტიულ თანამდებობას ის პრემიერ-მინისტრობას შეუთავსებს – ზუსტად ისე, როგორც ამას ღარიბაშვილი აკეთებდა ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე, ანუ გადაგდომამდე.
“ვფიქრობდით, რომ ზაფხული იქნებოდა ამისთვის კარგი პერიოდი – წინასაარჩევნო პერიოდია და, რასაკვირველია, ურთიერთპოზიციების შეჯერებით მომხდარიყო ეს ცვლილება, მაგრამ ირკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ ახლა ჯობია. მეტი დრო პარტიული სტრუქტურების საქმიანობისთვის, პარტიული მშენებლობისთვის, პარტული ორგანიზების საკითხებში უფრო ადრე ჩართულიყო, არჩევნებამდე, და ჩვენ იმედი გვაქვს, საფუძველიანი იმედი გვაქვს, რომ ისევ ისეთვე მონოლითური პოლიტსაბჭო გვექნება, სადაც უკვე ირაკლი დაიკავებს პოლიტიკური მდივნის პოზიციას.
ასე რომ, არც ირაკლი ღარიბაშვილი სცილდება საერთოდ ამ მმართველბის სისტემას, თუნდაც ამ სამთავრობო სტრუქტურებს და არც, რასაკვირველია, კობახოძე სცილდება პარტიის მმარველობის თემებს”, – განაცხადა ვოლსკიმ POSTV-ს ეთერში.
ის ამბობს, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებული “პოლიტიკური სპეკულაციები” მოსალოდნელი იყო, თუმცა მათ უსაფუძვლოს უწოდებს. ის ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი და კობახიძე აქამდეც ყველა გადაწყვეტილებას ერთმანეთთან კონსულტაციის შემდეგ იღებდნენ.
“მოსალოდნელი იყო, რომ პოლიტიკური სპეკულაციები ამას მოჰყვებოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ არის პარტიული საქმიანობა [უცხო] – პოლიტსაბჭოს წევრი იყო, პოლიტიკური მდივანი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. არათუ შორს არ არის მისი ცნობიერებიდან და მისი საქმიანობიდან პარტიულ საკითხებთან ურთიერთობა, არამედ არ ყოფილა პრაქტიკულად არცერთი საკითხი, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, რომლებშიც ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთთან არ ატარებდნენ კონსულტაციებს.
შესაბამისად, სტრუქტურებიც – სამთავრობო სტრუქტურა და პარტიული სტრუქტურა, რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვიაზროთ და მეც რომ არ გავაკეთო კომენტარიო, საზოგადოებამაც იცის, რომ ეს არის ერთი გუნდი, ერთი, საკმაოდ კარგად შეკრული გუნდი, რომელშიც ეს ცვლილება განაპირობა გარკვეულმა აუცილებლობამ, რომ ახალი ენერგია, როგორც პარტიას პრემიერ-მინისტრმა, ასევე პარტიის ლიდერმა სამეურვეო მმართველობას შესძინოს ახალი ენერგია, ახალი ხედვები. რასაკვირველია, ერთმანეთთან კონსულტაციების საფუძველზე”, – ამბობს .
გუშინ, 29 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო ს კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის.
ამავე თემაზე:
· ნოდია: ივანიშვილი ღარიბაშვილის თავმოყვარეობას გაუფრთხილდა
· „გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და უკან — ღარიბაშვილი“ — მანჯგალაძე
· „ღარიბაშვილის დაქვეითება თუ კობახიძის დაწინაურება?“ – ცვლილებები მთავრობაში
· მდინარაძის მტკიცებით, ღარიბაშვილი ივანიშვილს არ გადაუყენებია