Freedom House-ის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუარესებას განაგრძობს

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის (თავისუფლება მსოფლიოში 2026) თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია და მისი რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, ოთხი პუნქტით გაუარესდა.საქართველოში პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები ერთად, შესაძლო 100-დან 51 ქულით არის შეფასებული.0 ქულა „ყველაზე არათავისუფალს“ შეესაბამება, 100 ქულა – „ყველაზე თავისუფალს“.გასულ წელს საქართველოს 55 ქულა ჰქონდა, 2024 წელს კი — 58.საქართველო იმ ქვეყნების შვიდეულშია, რომლებმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს ერთი წლის განმავლობაში. საქართველოზე მეტი ქულები მხოლოდ გვინეა-ბისაუმ (-8), ტანზანიამ (-7), ბურკინა-ფასომ (-5), ელ სალვადორმა (-5) და მადაგასკარმა (-5) დაკარგეს.„საქართველოში, 2024 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტი 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა, იმის მიუხედავად, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ ძალასა და არასათანადო მოპყრობას აწყდებოდნენ. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოპონენტები განიცდიდნენ ფიზიკურ თავდასხმებს, შევიწროებასა და ახალ სამართლებრივ შეზღუდვებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის შეფერხებას საზოგადოებრივ საქმიანობაში“, — ნათქვამია ანგარიშში.ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პროფესორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან განათლების სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის გაფართოების უფრო ფართო მცდელობის ნაწილი იყო.გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა საპარლამენტო კომისია ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ გამოძიებისთვის და ვინც უარი თქვა მონაწილეობაზე, ზოგიერთს კი შეთითხნილი ან ფაბრიკაციული ბრალდებებით პატიმრობა მიუსაჯა.„ამ ზომებმა ხელი შეუწყო წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგის 4 პუნქტით კლებას, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში“, — ნათქვამია ანგარიშში.ანგარიშის თანახმად, ევრაზია იყო მსოფლიოში ერთადერთი რეგიონი, სადაც არცერთ ქვეყანას არ ჰქონია გაუმჯობესება, თუმცა მცირე წინსვლა შეინიშნებოდა საქართველოს „სეპარატისტულ“ ტერიტორიაზე — აფხაზეთში.Freedom House-ის თანახმად, გლობალური თავისუფლება ზედიზედ მე-20 წელია, მცირდება. წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ 54 ქვეყანამ განიცადა გაუარესება, მაშინ როცა გაუმჯობესება მხოლოდ 35 ქვეყანაში დაფიქსირდა.