“საკვების მიღების დროს, პატრიარქს რაღაც გადასცდა… მერე მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა…” – მეუფე დანიელი

მიტროპოლიტმა დანიელმა რუსთავი 2- ის ეთერში, 18 მარტს, თქვა:
“ეს დიდი საიდუმლოებაა, რატომ დაუშვა უფალმა პატრიარქის გასვლა მაინცდამაინც დღეს, ამას მინდა დიდი ყურადღება მივაქციოთ, დიდ მარხვაში და მაინცდამაინც წელს.
ჩვენ ძალიან ვემზადებოდით, რომ პატრიარქის 50 წელი აღგვენიშნა პატრიარქობის. და მინდა გითხრათ, ექიმები ამბობდნენ, რომ მას შეუძლია რამოდენიმე წელი იცოცხლოს, სუსტად არის, მას აქვს რაღაც ქრონიკული სნეულებები, მაგრამ იგი სტაბილური იყო, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი აბსოლუტურად მოქმედი იყო.
არ შეეძლო იმ ფიზიკური აქტივობის გამოვლენა, მაგრამ ის არსებობდა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი „ჰო“ და „არა“. ზოგჯერ მივდიოდით, შეიძლება არაფერი არ ეთქვა, მაგრამ რაღაც სავსე ვბრუნდებოდით.
რაღაც შემთხვევა მოხდა, პატრიარქის ეს გაუარესება ჯანმრთელობის, შემთხვევის ამბავია, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა.
საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, მისი მდგომარეობა – წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესმა გამოიწვია წყლულიდან სისხლის დენა, რაც გვიან აღმოჩნდა, მერე ამის ოპერაცია უკვე შეუძლებელი იყო, მისი გადარჩენა. მოკლედ ეს მოხდა უცებ, წამის ყოფით.
მე მგონია, რომ ამ წასვლით, პატრიარქმა საფუძველი დაუდო დიდ ფერისცვალებას, რასაც ის 50 წელია ამზადებს, რომ ჩვენ გავერთიანდეთ ამ ღირებულებებში – ,,გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი”

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ