კინოკულტურახელოვნება
ფოტო: Getty Images for Netflix
11
წაკითხვა
მიუხედავად მეტ დეიმონისა და ბენ აფლეკის ბოლოდროინდელი განცხადებისა, Netflix-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი რეჟისორებს ფილმისა თუ სერიალის სიუჟეტის დიალოგებში რამდენჯერმე გამეორებას არ სთხოვენ.
“ასეთი პრინციპი არ არსებობს”, — განუცხადა Netflix-ის კინოგანყოფილების ხელმძღვანელმა, დენ ლინმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, მომავალი პროექტების წარსადგენ შეხვედრაზე.
აფლეკმა და დეიმონმა ეს კომენტარი ჯო როგანის პოდკასტში Netflix-ის ახალ ფილმზე საუბრისას გააკეთეს. მათ მიანიშნეს, რომ Netflix კრეატიულ ჯგუფებს სთხოვს “სიუჟეტის სამჯერ ან ოთხჯერ გამეორებას დიალოგებში”, რათა გაეთვალისწინებინათ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს ტელეფონებში არიან შემძვრალნი. ამ ამბავს კვირას ოსკარების დაჯილდოებაზე ხუმრობაც მოჰყვა, სადაც სტერლინგ კ. ბრაუნმა და წამყვანმა კონან ო'ბრაიენმა წარმოიდგინეს, როგორ გადაიღებდნენ კასაბლანკას ამ წესის მიხედვით.
“სიმართლე გითხრათ, ყველამ ვიცინეთ, როცა ოსკარებზე ეს ნომერი ვნახეთ, მაგრამ ასეთი პრინციპი არ არსებობს”, — თქვა ლინმა Netflix-ის პრესკონფერენციაზე — “ვგულისხმობ, თუ ჩვენს ფილმებს ან სერიალებს უყურებთ, ჩვენ არ ვიმეორებთ სიუჟეტს. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ორიენტირებული ვართ შესანიშნავი ფილმების შექმნაზე”.
იმ იდეის საპირისპიროდ, თითქოს Netflix ავტორებს პროექტებში განმარტებითი დეტალების დამატებას სთხოვს, სერიალების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯინი ჰაუმ იხუმრა, რომ შინაარსის მთავარი ოფიცერი ბელა ბაჯარია ერთგვარი “ექსპოზიციის პოლიციაა” და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოვლენების ზედმეტად განმარტებას: “ჩვენ ვიცით, რამდენად გამჭრიახია აუდიტორია. ვიცით, რამდენად ყურადღებით არიან ფანები და მათ ისე ვეპყრობით, როგორც დახვეწილ და ჭკვიან ადამიანებს”.
ბაჯარიამ დაამატა: “ვფიქრობ, ეს შეურაცხმყოფელია კრეატორებისა და რეჟისორებისთვის, იფიქრო, რომ ჯერ ერთი, ჩვენ მათ ასეთ ცუდ შენიშვნას მივცემდით და მეორე, ისინი ამას უბრალოდ შეასრულებდნენ”.
კითხვაზე, კვლავ განიხილავს თუ არა Netflix კინოთეატრებში ჩვენების განსხვავებულ ვადებს მას შემდეგ, რაც Warner Bros.-ის შეძენის გარიგება დასრულდა, ლინმა თქვა: “დრო მოგვეცით”, რათა ჩამოვაყალიბოთ, შეიცვალა თუ არა რამე. “ჩვენ, პირველ რიგში, სტრიმინგ კომპანია ვართ”, — თქვა მან — “ეს სტრატეგია ჩვენთვის ძალიან კარგად მუშაობს. ვხედავთ, რომ ჩვენი გამომწერები თვეში საშუალოდ შვიდ ფილმს უყურებენ. თუმცა, Warner-ის პროცესის განმავლობაში, კინოთეატრების მფლობელებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ. ჩვენ ვეძებთ სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება კინოთეატრებში გვქონდეს, მაგრამ უბრალოდ დრო მოგვეცით იმის გასარკვევად, რას ვაპირებთ”.
ბაჯარიამ განმარტა, რომ Netflix-ის თანა-აღმასრულებელი დირექტორის, ტედ სარანდოსის დაპირებები კინოთეატრებში 45-დღიანი ჩვენების შესახებ ძირითადად ეხებოდა Warner Bros.-ის პროდუქციას და არა თავად Netflix-ის ფილმებს, ეს სტრატეგია უცვლელი რჩება, თუმცა სტრიმინგი აგრძელებს ექსპერიმენტებს კინოთეატრებში ჩვენებებზე, როგორც სერიალების, ისე მხატვრული ფილმებისთვის.
“არ მინდა ეს ორი რამ ერთმანეთში აურიოთ. როდესაც ტედი საუბრობდა იმაზე, თუ რას გააკეთებდა Warner Bros., ეს განსხვავებული ბიზნესია, ვიდრე Netflix”, — თქვა ბაჯარიამ — “მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, განვახორციელეთ გარკვეული ნაბიჯები კინოთეატრებში”.
სხვა განხილულ თემებს შორის იყო:
Netflix-ის მიერ InterPositive-ის შეძენაზე (ბენ აფლეკის დაარსებული სტარტაპი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს ქმნის კინემატოგრაფისტებისთვის): “რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად მაგარი და საინტერესოა InterPositive-ში, არის ის, რომ ბენი, როგორც მსახიობი და რეჟისორი, ეძებდა გზებს: ‘რა გახდიდა ამ ფილმს უფრო ეფექტურს, ან შემეძლო თუ არა გამეკეთებინა ისეთი რამ, რასაც სხვაგვარად ვერ შევძლებდი?'. ამის შექმნამდე, ის წლების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე… ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვინდა საუკეთესო ინსტრუმენტები გვქონდეს, თუ კინემატოგრაფისტებს ეს დასჭირდებათ. ვისაც არ სურს, არ მოუწევთ მათი გამოყენება. მაგრამ მათთვის, ვისაც სურს, თუ გვექნება ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად რეჟისორის მიერაა შექმნილი და ძალიან პრაქტიკულია, ვფიქრობ, ეს ყველაზე სასიხარულო რამაა”. კონკურენციასთან გამკლავებაზე ახლა, როცა გაერთიანებული Warner Bros./Paramount შესაძლოა ტალანტებზე ნადირობდეს: “ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ რეჟისორების იმ ჯგუფით, რომლებთანაც ახლა ვმუშაობთ, როცა გადახედავთ გრეტა გერვიგს, დევიდ ფინჩერს, გილერმო დელ ტოროს”, — თქვა ლინმა — “ჩვენ ყველასთან ვერ ვიმუშავებთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ იმ ტალანტებით, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ… ვფიქრობ, ამ კონკურენციის გამო კიდევ უფრო უკეთესები გავხდებით. ეს უფრო გვაშიებს, უფრო გვაფხიზლებს, ასე რომ, ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის”. სეზონებს შორის ინტერვალების შემცირებაზე: “ჩვენ გვსურს, რომ მაყურებლისთვის პროექტები უფრო სწრაფად დაბრუნდეს”, — თქვა ბაჯარიამ — “ეს ასევე დამოკიდებულია ავტორზე, სცენარის წერასა და ყველაფრის მომზადებაზე”. იქნება თუ არა მეტი თოქ-შოუ Netflix-ზე: “ეს ისე არ არის, თითქოს ‘ოჰ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ თოქ-შოუ'. [ჯონ] მულეინის ჰქონდა ძალიან კარგი, ახალი ხედვა და ეს უბრალოდ შესაძლებლობა იყო, ვიღაცასთან, ვისთანაც ბევრს ვმუშაობდით, გვემუშავა Netflix Is A Joke-ის ფარგლებში. აქ არ არის ‘კი ან არა'. არ არის ისე, რომ ამას არასოდეს გავაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე ისე კარგად არ იმუშავა”. დაინტერესდებიან თუ არა სტივენ კოლბერით მას შემდეგ, რაც ის CBS-ზე მოღვაწეობას დაასრულებს: “ვგულისხმობ, ის ჯერ არ მოსულა და ჩვენთან საუბარი არ ჰქონია”, — თქვა ბაჯარიამ.
კომენტარები
გადახედვა
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
გადახედვა
Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს
Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს
გადახედვა
საგარეო უწყება: ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება
საგარეო უწყება: ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება
გადახედვა
მარია ზახაროვა: სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას
მარია ზახაროვა: სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას
გადახედვა
Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა
Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა
გადახედვა
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო გირაოს გადახდა დაუწესა
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო გირაოს გადახდა დაუწესა
გადახედვა
კონგრესმენები და სენატორები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა საქართველომ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები შეასრულოს
კონგრესმენები და სენატორები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა საქართველომ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები შეასრულოს
გადახედვა
ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
გადახედვა
სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
გადახედვა
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
გადახედვა
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
ალექსანდრ ლუკაშენკო: ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა
ალექსანდრ ლუკაშენკო: ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა
გადახედვა
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99.93% მიიღო
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99.93% მიიღო
გადახედვა
აშშ-ის სასამართლომ “ამერიკის ხმის” სრული დახურვა უკანონოდ ცნო და მთავრობას 1000 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენა დაავალა
აშშ-ის სასამართლომ “ამერიკის ხმის” სრული დახურვა უკანონოდ ცნო და მთავრობას 1000 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენა დაავალა
გადახედვა
საქართველოს ილია II-ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს
საქართველოს ილია II-ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს
გადახედვა
ნახეთ — Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა
ნახეთ — Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
ირაკლი კობახიძე: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
გადახედვა
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
საარქივო ფოტოები ილია მეორის ცხოვრებიდან
საარქივო ფოტოები ილია მეორის ცხოვრებიდან
ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
კვირის ტოპ-5
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო7493 ნახვა
“დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა” — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე4046 ნახვა
ქვიზი: გეკუთვნის თუ არა ოსკარი?3313 ნახვა
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიას?2909 ნახვა
ვინ მიიღო ყველაზე მეტი ოსკარი — კინოაკადემიის ისტორიული რეკორდები1650 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კინო
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
პარლამენტი
ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
გადახედვა
ფიზიკა
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
გადახედვა
საზოგადოება
პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გადახედვა
პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან
უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან
კინო
Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი
Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი
გადახედვა
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: “არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს”
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: “არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს”
გადახედვა
პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო”
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო”
გადახედვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: “საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა”
შალვა პაპუაშვილი: “საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა”
გადახედვა
პარლამენტი
UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს
UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
კახა კალაძე: ილია მეორის გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა მწუხარება გამოთქვა სრულიად…
ციფრული მარკეტინგის ტენდენცია საქართველოში — რატომ იზრდება მოთხოვნა SEO მომსახურებაზე?
სალომე ზურაბიშვილი: რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს