კონგრესის წევრები “ოცნებაზე” წნეხის გასაზრდელად -ს სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

© Allison Robbert, AFP file photoაშშ-ს სენატორები და კონგრესმენები -ს მთავრობას სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში აღწერილი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
“ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: “ქართული ოცნება”ქართველ ხალხს მათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს.
ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს ოფიციალურ პირებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.
უნდა მოვითხოვოთ, რომ მათ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლონ , ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები მოხსნან და გაიწვიონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები”.
განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაითჰაუსი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.
წამება, დევნა, დაუსჯელობა და ჰააგა – რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში