თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო
19 მარ 202616:19
2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, პირველ ინსტანციაში, თედო აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეს სააპელაციოში გაასაჩივრებდა – პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
22 წლის თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.
პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა.
პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.