ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე” 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

აქამდე ბელარუსულ ოპოზიციურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გათავისუფლებულებიდან 15-20 ადამიანი შეიძლება ვილნიუსში იქნან გადაყვანილი, ხოლო დანარჩენებს ბელარუსში დარჩენის უფლება მიეცემათ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 19 მარტს ბელარუსის საკითხებში -ის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის ბელარუსში ვიზიტისა და ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ