ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა

ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა. მიზეზი ერთადერთი პრეტენდენტის „აბსოლუტპლუსის“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია გახდა. როგორც სატენდერო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში გაუფასებელი პოზიციების რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აღემატება.
პირველი ტენდერის პირობებით პროექტში 2.2 მილიონის დახარჯვა იგეგმებიდა, მეორე ტენდერში კი 1 784 580 ლარი იყო გათვალისწინებული.
პირველად გამოცხადებულ ტენდერში ერთი შეთავაზება იყო მიღებული შპს მარდისგამ, თუმცა სატენდერო კომისიამ ტენდერის შექყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„კომისიის წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულთან დაკავშირებით, უზუსტობები აღმოჩნდან როგორც პროექტში (რომელსაც აკლია ისეთი დეტალები, როგორიცაა ინვენტარის სპეციფიკაციები, კვანძები და ა.შ.) ასევე ხარჯთაღრიცხვაში სადაც მაგ. ერთიდაიგივე დასახელების პოზიცია შეცდომით (კოპირებით) გამეორებულია და ა.შ.მ ვინაიდან ტენდერის მიმდინარეობის ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო ტექნიკური დავალების კორექტირება, მიზანშეწონილად მიიჩნიეს სატენდერო პროცედურების შეწყვეტა და სატენდერო დოკუმენტაციის კორექტირების შემდეგ ხელმეორედ გამოცხადება.“ – აღნიშნულია კომისიის სხდომის ოქმში.

ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად. შენობა ფუნქციურად უნდა წარმოადგენს ამფითეატრს რომელსაც აქვს ღია სცენა და ორ იარუსიანი სამაყურებლო ტრიბუნები, ასევე ამფითეატრის კომპლექსის ნაწილია ერთ სართულიან დამხმარე შენობები სხვადასხვა ოთახებით, მათ შორის ცენტრალური ჰოლი, კორიდორი, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახი, საშხაპეები, სათავსოები, სამეურნეო ოთახი, სცენის დამხმარე სივრცე და საპროექციო ოთახი.
ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:
ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი; სახურავი – 8 წელი; დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;
შპს „სპორტმშენსერვისის“ მესაკუთრე სახელმწიფოა, მის 100%-იან წილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფლობს. დირექტორი კი გერონტი ცინდელიანია. რაც შეეხება დისკვალიფიცირებულ კომპანიას შპს აბსოლუტპლუსის დირექტორი და 100%-ის მფლობელი ავთანდილ რიჟამაძეა.

ასევე დაგაინტერესებთ