ალექსანდრ დუგინი: ამ უხილავმა ძაფმა სამუდამოდ დააკავშირა რუსეთთან

საქართველოსთვის ის იყო ნამდვილი მამა. ყველაზე არეულ დროშიც კი მისი ავტორიტეტი რჩებოდა აბსოლუტური და უპირობო, რაც ხალხს უფსკრულისგან იცავდა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რომ მომავალი სრულიად საქართველოს პატრიარქის სულიერი ჩამოყალიბება რუსეთის გულში მიმდინარეობდა – ის იყო მოსკოვის სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებული, მრავალი წელი გაატარა წმინდა სამების სერგის ლავრის კედლებში. ამ უხილავმა ძაფმა სამუდამოდ დააკავშირა რუსეთთან.

პატრიარქის გარდაცვალება დანაკარგია არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. თუმცა, ამავე დროს დაგვეუფლა ნათელი განცდაც: ჩვენ შევიძინეთ ახალი ზეციური მფარველი. მოახლოებული ქრისტეს აღდგომის წინ, მარადიული სიცოცხლის დიდი გამარჯვებისას სიკვდილზე, ეს განსაკუთრებით სიმბოლურია და გვაძლიერებს ყველას – წერს ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი თავის ტელეგრამ-არხში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა