ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან – ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ჩინეთის დაზიანებაა – შალვა პაპუაშვილი

ესაა არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არის შეფუთული ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ს ორგანიზაციასა და მის დაფინანსებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.
„ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან – ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანია, რომ დააზიანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ჩინეთი. ამას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამავე დროს დაკავშირებულია „ლელოსთან“. ეს თავად არის სკანდალური“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.