კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

22
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ-სთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.
“სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი