“ახალი პატრიარქი მინდა იყოს ანტირუსი!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
მაშ, ვინ იქნება ახალი პატრიარქი?.. ეს კითხვა, დამოუკიდებლად იმისა, მას საჯაროდ დავსვამთ თუ არა, მაინც გვაწუხებს; უფრო ზუსტად, პასუხი გვაინტერესებს და ათას არადა, ათ ვერსიას განვიხილავთ! იქნება ისა… იქნება ისა! კიდევ ისა და ისას ისა!
ვინც არ უნდა იყოს, პატრიარქ ილიაზე დიდი ავტორიტეტი ვერ იქნება; ოღონდ, თუ მანაც 50 წელი არ იპატრიარქა, რაც საეჭვოა – ყველაზე ახალგაზრდაც რომ ამოარჩიოს სინოდმა თავისივე წევრებიდან, ისიც გადასცდება 90-ს.
ამას რომ ვწერ, თან იმას ვფიქრობ, როგორი მინდა რომ იყოს პატრიარქი – კეთილი, სულგრძელი, მცოდნე…
ოღონდ, თან ავტორიტეტული – ილია მეორე, რაც მთავარია, ავტორიტეტული იყო პატრიარქობის აისზეც და დაისზეც; როცა ჩუმად ლაპარაკობდა; როცა სულ არ ლაპარაკობდა!
… მაგრამ, მე მინდა, რომ მომავალი, ახალი პატრიარქი ლაპარაკობდეს უფრო მეტს ვიდრე წინამორბედი, უფრო ზუსტად, ნაკლებად იყოს პოლიტიკოსი! და თან მძიმედ ლაპარაკობდეს და არა მხოლოდ ამბიონიდან; არა მხოლოდ ეპისტოლეებით! ჰო, ეპისტოლეები ისეთი მინდა რომ იყოს… გავიგო რამე! ნათელი.
მინდა, იყოს ანტირუსი! ეს ყველაზე მეტად მინდა!.. აგრეთვე, სამართლიანი! პრინციპული! მომთხოვნი! არ დაუშინდეს არსებულ ან ნებისმიერ ძალაუფალს!.. აი, დღევანდელ კონტექსტში თუ ჩავსვამთ, უნდა ითხოვდეს პატიმრების განთავისუფლებას!.. რუსეთთან განშორებას!
და მესმის, რომ ეს, პრაქტიკულად შეუძლებელია!

ასევე დაგაინტერესებთ