პატრუშევის თქმით, სავაჭრო გემების სამხედრო ხომალდებით გაცილებას განიხილავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევიPavel Bednyakov/POOL/TASSრუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, რუსეთმა შესაძლოა სავაჭრო გემების სამხედრო ხომალდებით ესკორტირება დაიწყოს.
“რუსული პორტებისკენ მიმავალი ხომალდებისთვის ტერორისტული და დივერსიული საფრთხეების რისკი არ მცირდება. ამასთან დაკავშრებით ჩვენ შევიმუშავეთ და ვახორციელებთ უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მთელ კომპლექსს… განიხილება სავაჭრო ფლოტის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებით ესკორტირება.” – თქვა პატრუშევმა.
პატრუშევმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია სავაჭრო ხომალდების შეიარაღებული ჯგუფებით უზრუნველყოფა, ან მათზე სპეციალური თავდაცვის საშუალებების განთავსება. მისი თქმით, ხელისუფლებამ შესაძლოა მიიღოს დამატებითი ზომები ევროპული ქვეყნების მხრიდან “ხალი საფრთხეების” შექმნის შემთხვევაში.
“რუსული პორტებიდან ტვირთის გადამტანი ფლოტის წინააღმდეგ მართლაც გაჩაღებულია უპრეცედენტო კამპანია, რომელშიც, თითქოს, მესამეხარისხოვანი საზღვაო სახელმწიფოები არიან ჩართული. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან გაერთო ტანკერებზე, სატვირთოებსა და კონტეინერების გადამტანებზე ნადირობით.” -თქვა პატრუშევმა.
გასულ კვირაში შვედეთმა საკუთარ წყლებში დააკავა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ორი გემი. ბოლო თვეებში მსგავს ქმედებებში ჩართული იყო ფინეთი, ბელგია და საფრანგეთიც. იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს აქტიურად აკავებდა -ც. პარალელურად, უკრაინის სპეცსამსახურებს შავ და ხმელთაშუა ზღვებში სანქციების არიდებაში მონაწილე გემებზე იერიშები მიაქვთ. “ჩრდილოვანი ფლოტი” არის კრებითი ტერმინი, რომლითაც იგულისხმება იმ ხომალდების ერთობა, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება. მსგავსი გემები ხშირად ცრუ დროშების ქვეშ დაცურავენ.