ემანუელ მაკრონი – ქმედებები ისე უნდა დავგეგმოთ, რომ თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს

ევროპა მზად უნდა იყოს -ის მხრიდან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ს “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების შემცირების კომპენსირება განახორციელონ, თუ ასე მოხდება.
“ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს”, – განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონგრესში მიმდინარე დავების გამო, უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების შეჩერება უკვე გარკვეულ დონეზე იგრძნობა ბრძოლის ველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს