რაკიტიჩი საუდის არაბეთის კლუბში გადავიდა

35 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “სევილიადან” ს “ალ შაბაბში” გადავიდა.
რაკიტიჩს “ალ შაბაბმა” კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაუფორმა. მას “სევილიასთან” ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული.
რაკიტიჩმა ანდალუსიურ გუნდში 323 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ლეგიონერებს შორის კლუბის რეკორდია.