ბელგიელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ზეებრუგის პორტის ბლოკირებას გეგმავენ

მომიტინგეები გეგმავენ დაბლოკონ ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან მისასვლელი მინიმუმ 36 საათით. ისინი გაზრდილ ხარჯებს, ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკას და იაფი საკვების იმპორტს აპროტესტებენ.
სამშაბათს დილით, ფერმერებმა ასევე შეაჩერეს მოძრაობა ჰოლანდიის საზღვართან.
ორშაბათს, ფერმერებმა გადაკეტეს მაგისტრალები სამხრეთ ბელგიაში და გააჩერეს ტრაქტორები ბრიუსელში ევროპარლამენტის შენობასთან.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო ფერმერთა ასოციაციების შეხვედრას გეგმავს.
ბოლო დროს განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა იწვევს უკმაყოფილებას ფერმერებს შორის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, პოლონეთში, იტალიაში, უნგრეთში და სხვა.
ევროკავშირის ფერმერები აკრიტიკებენ კავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას, ბუნების აღდგენის მიზნებს, სუბსიდიების შემცირებას, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ენერგიის, საწვავის და სასუქის მაღალ ხარჯებს, უკრაინიდან შეძენილ იაფ მარცვლეულის პროდუქციებს და წყლის დაზოგვის ზომებს.
29 იანვარს საფრანგეთში ფერმერებმა, როგორც გამოცხადდა, გადაკეტეს მაგისტრალები მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით პარიზში მიმავალი, რათა გაზარდონ ზეწოლა მთავრობაზე მათი მოთხოვნების შესასრულებლად.
ფრანგი ფერმერები ერთ კვირაზე მეტია ბლოკავენ გზებს, რათა გააპროტესტონ წარმოების ხარჯები და მკაცრი ევროპული რეგულაციები. საპროტესტო აქციებს თან ახლავს გზების გადაკეტვა, ქალაქებსა და შენობებს შორის ნაკელისა და ჩალის დემონსტრაციული დაყრა, საბურავებისა და ჩალის თასების ცეცხლის წაკიდება და სხვა.
გამოკითხვების თანახმად, ფრანგების თითქმის 90% მხარს უჭერს ფერმერთა პროტესტს.

ასევე დაგაინტერესებთ