პაპუაშვილი: ჩვენი მიზანია, მთავრობა მომავალ კვირას დავამტკიცოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, მათი მიზანია, მთავრობის განახლებული შემადგენლობა მომდევნო კვირაში დაამტკიცონ. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტებში განიხილავენ, შემდეგ კი – პლენარულ სხდომაზე.
“განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. ს გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – უთხრა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც მთავრობის მოსმენის გრაფიკი დამტკიცდება. რამდენიმე დღე კომიტეტებში იქნება განხილვა, შემდეგ – ოპოზიციასთან, ბოლოს კი, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
“გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს“, – ამბობს პაპუაშვილი.
29 იანვარს პრემიერის პოსტიდან უკვე მეორედ გადადგა. ის პარტიის თავმჯდომარე ხდება. პარტიის წევრების ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე განიხილება.
ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული ოცნების ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ