თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:
„ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!“ – წერს გურამ მაჭარაშვილი.
დეპუტატის სიტყვებით, ამ მძიმე წუთებში უნდა გავიხსენოთ ილია მეორის ქადაგებები და სწავლება.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა ახლოსაა სიცოცხლე და სიკვდილი“. ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავიხსენოთ მისი უწმინდესობის ქადაგებები, სადაც იგი ბრძანებდა, რომ სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებაა და ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა გვეცხოვრა ისე, რომ თავის დროზე პირნათელი წარვმდგარიყავით ჩვენი წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში!! ამის მაგალითი უწმინდესის ცხოვრებაა!
მის ქადაგებებში ასევე ვისმენდით, რომ ჩვენ შეგვეძლო გარდაცვლილ ახლობლებთან გვესაუბრა ისე, როგორც ცოცხლებთან.
თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე ამ სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!“ – წერს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა