სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის გარდაცვალებას – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
“სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.
მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება.”- წერს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში