bussinessinsider.getbl.ge/7gkjსაქართველოში ისრაელის საელჩომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოსახლეობას კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
ამის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.
ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას” – წერია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
ამავე თემაზე24 წუთის წინუკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიას პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა28 წუთის წინმეუფე ზენონი: მივმართავ ხელისუფლებას, არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში1 საათის წინმამა ანდრია პატრიარქზე: ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში1 საათის წინსაქართველოში გლოვა გამოცხადდა2 საათის წინროგორ ირჩევენ პატრიარქს?კომენტარებიბოლო სიახლეები