მოლდოვამ ერთიან ევრო გადახდების ზონაში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი

მოლდოვას ეროვნული ბანკის (NBM) ხელმძღვანელმა ანკა დრაგუმ დღეს ხელი მოაწერა განაცხადს მოლდოვას რესპუბლიკის ერთიან ევრო გადახდების ზონაში (SEPA) მიერთების შესახებ.
ინიციატივა გამოიწვევს ევროს უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას ევროპულ სივრცეში და ევროპულ სივრციდან, რაც მოლდოვის მოქალაქეებს უფრო უსაფრთხო, სწრაფ და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს, ამის შესახებ MOLDPRES-ი იუწყება.
„ეს არის ისტორიული დღე მოლდოვას რესპუბლიკისთვის. დღე, როდესაც ეროვნული ბანკი აკეთებს მკაფიო განცხადებას ევროპული სისტემის, ევროპაში უნიკალური გადახდის სისტემის ნაწილად ყოფნის სურვილის შესახებ“, – განაცხადა ანკა დრაგუმ.
მარეგულირებლის ხელმძღვანელის თქმით, გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან მომენტს მოლდოვის ეკონომიკისთვის, ეკონომიკური წრეების ყველა მონაწილისთვის, კომპანიებისთვის, მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის.
„SEPA-ში გაწევრიანებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ყველა მონაწილე სარგებლობს სწრაფი, გამჭვირვალე და უსაფრთხო გადახდებით, ასევე სტაბილურ ფასად. ამ სისტემით გადახდა შეიძლება განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში, ხოლო ტრანზაქციაზე 20-50 ევროს ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია გადავიხადოთ მხოლოდ 1-3 ევრო“, – აღნიშნა დრაგუმ.
იგი დარწმუნებულია, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს მოლდოველებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ და და ფულს მოლდოვაში მყოფ ნათესავებს ურიცხავენ.
დრაგუმ აღნიშნა, რომ განაცხადის შეფასებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება და ცოტა ნაკლები, შესაძლოა, ექვსი თვე მოლდოვას ამ სისტემასთან დაკავშირებას. „ეს ეტაპები ჩვენზე არ არის დამოკიდებული,“- განმარტა მან.
მოლდოვას ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე დორელ ნოროკი ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის SEPA ნიშნავს კომფორტს, სიჩქარეს და მინიმალურ ხარჯებს.
მოლდოვას რესპუბლიკის გაწევრიანება SEPA-ში არის ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პროექტი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ