ფოტო: CERN
3
წაკითხვა
CERN-ის ფიზიკის ლაბორატორიის განცხადებით, დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს. ის რიგით მეოთხმოცეა, რომელიც მსოფლიოში უმძლავრეს ნაწილაკთა ამაჩქარებელში დააფიქსირეს.
ახალ ნაწილაკს “Xi-cc-plus” ეწოდება; ის პროტონის მსგავსია, მაგრამ ოთხჯერ უფრო მასიურია. იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა კვანტური მექანიკის უჩვეულო პროცესების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გარშემო არსებული მატერია, მათ შორის პროტონები და ნეიტრონები, ბარიონებისგან შედგება. თავად მათში სამი კვარკი გვხვდება, რომლებიც მატერიის ფუნდამენტური “საშენი მასალაა”. კვარკები ექვსი ტიპისაა: ზედა, ქვედა, უცნაური და მომხიბლავი. ეს სახელები საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა ფიზიკაში დამკვიდრებულია და, ძირითადად, ასოებით აღინიშნება: u, d, s და c. თითოეული მათგანი სხვებისგან მასით, ელექტრული მუხტითა და კვანტური მახასიათებლებით განსხვავდება.
თეორიულად, სხვადასხვანაირ ბარიონებში ეს ტიპები “შერეულია”, მაგრამ მათი დაფიქსირება ძალიან რთულია. ამისთვის დიდი ადრონული კოლაიდერი ნაწილაკების მოძრაობას აჩქარებს, რათა ისინი ერთმანეთს შეეჯახოს. ასე მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, რომ მეტად სტაბილური ელემენტების დაშლას დააკვირდნენ და თავდაპირველი ნაწილაკის მახასიათებლები განსაზღვრონ.
Xi-cc-plus ორ მომხიბვლელ (c) და ერთ ქვედა (d) კვარკს შეიცავს; ჩვეულებრივ პროტონებში ორი ზედა (u) და ერთი ქვედა კვარკია, რომლებთან შედარებითაც მომხიბვლელი კვარკები უფრო მასიურია. შესაბამისად, მეტია ახალი ნაწილაკის მასაც. ექსპერიმენტზე მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს წყვილი “მძიმე” კვარკის მქონე ბარიონის დაფიქსირების მხოლოდ მეორე შემთხვევაა (პირველი 2017 წელს იყო), თუმცა Xi-cc-plus ექვსჯერ უფრო მცირე ხნით ნარჩუნდება. ამის გამო მისი შემჩნევა ბევრად რთულია.
მნიშვნელოვანია, რომ LHCb დეტექტორის 2023 წლის განახლების შემდეგ ახალი ნაწილაკი პირველად აღმოაჩინეს. უკანასკნელი მიგნება მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ კვანტური ქრომოდინამიკის მოდელები დატესტონ. ესაა თეორია, რომელიც კვარკებს შორის ძლიერ ურთიერთქმედებებს აღწერს (ამის შედეგად მიიღება ჩვეულებრივი და ეგზოტიკური ნაწილაკები).
LHC პროტონების ამაჩქარებელი 27-კილომეტრიანი წრიული (გვირაბის მსგავსი) სტრუქტურაა, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 მეტრს სიღრმეშია განლაგებული. მისი ყველაზე ცნობილი აღმოჩენა (2012) “ღმერთის ნაწილაკია”, იგივე ჰიგსის ბოზონი. CERN უფრო დიდი ამაჩქარებლის აშენებასაც გეგმავს, რომელსაც მომავლის წრიული კოლაიდერი ეწოდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა3895 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?3545 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას1502 ნახვა
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს1089 ნახვა
“რთულ” ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა885 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ადამიანი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
გადახედვა
ფიზიკა
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
გადახედვა
ფიზიკა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
გადახედვა
კოსმოსი
რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
“გული გამიხეთქე!” — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
“გული გამიხეთქე!” — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა