საქართველოს -ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს

4
წაკითხვა
მსოფლიოს ქვეყნების საელჩოები და ელჩები საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის გარდაცვალებას მეორე დღეა უსამძიმრებენ. პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოხატეს ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, შვედეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ირანის, თურქეთის, ისრაელისა და იაპონიის საელჩოებმა.
საქართველოში -ს საელჩო:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,” — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში უკრაინის საელჩო:
“გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ თემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. უკრაინელები მადლიერებით იხსენებენ მის უწმინდესობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული დაუნდობელი, არაპროვოცირებული ომის პირველ წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაწეული დახმარებისთვის,” — ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
საქართველოში გერმანიის საელჩო:
“სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში.ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა.მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,” — წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე.
საქართველოში საფრანგეთის საელჩო:
“საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას,” — ვკითხულობთ განცახდებაში.
საქართველოში იტალიის საელჩო:
“გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,” — ვკითხულობთ განცახდებაში.
საქართველოში ავსტრიის საელჩო:
“ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ,” — ვკითხულობთ სამძიმწის წერილში.
საქართველოში შვედეთის საელჩო:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას,” — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში პოლონეთის საელჩო:
“პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,” — ვკითხულობთ განცახდებაში.
საქართველოში სლოვაკეთის საელჩო:
“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,” — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში შვეიცარიის საელჩო:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,” — ვკითხულობთ განცახდებაში.
საქართველოში საბერძნეთის საელჩო:
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად.მისი გზა განუყოფლად იყო დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს გზასთან. რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სასულიერო პირებსა და საქართველოს მოსახლეობას,” — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში ირანის საელჩო:
“ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში.მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და შეხვედრამ ირანის ისლამური რესპუბლიკის აწ მოწამებრივად აღსრულებულ სულიერ ლიდერთან, აიათოლა სეიედ ალი ხამენეისთან, აგრეთვე გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა; ფურცელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რწმენასა და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობაზე. ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა. ამ მძიმე დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მის ყველა გულშემატკივარს. ვევედრები უზენაესს, რომ დიდი სულიერი წინამძღოლის სულს საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს,” — წერს ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი.
საქართველოში თურქეთის საელჩო:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას,” — ვკითხულობთ განცახდებაში.
საქართველოში ისრაელის საელჩო:
“დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი,” — წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი X-ზე.
საქართველოში იაპონიის საელჩო:
“იაპონიის საელჩო საქართველოში, უსამძიმრებს ქართველ ხალხს და გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე მისი ხსოვნა მარადიული იყოს,” — ვკითხულობთ განცახდებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. 17 მარტის დილას, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: “არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო” : “საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა” UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს : ილია მეორის გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად : რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? საქართველოში -ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ილია II-ის გარდაცვალებას ქართველ ხალხს უსამძიმრებს პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
კომენტარები
გადახედვა
საქართველოს ილია II-ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს
3 წუთის წინ
საქართველოს ილია II-ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს
გადახედვა
ნახეთ: Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა
10 წუთის წინ
ნახეთ: Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
11 წუთის წინ
ირაკლი : ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
გადახედვა
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
18 წუთის წინ
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს
ერთი საათის წინ
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის “წინასწარმეტყველებები” პროპაგანდის იარაღი
2 საათის წინ
ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის “წინასწარმეტყველებები” პროპაგანდის იარაღი
ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
2 საათის წინ
ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
3 საათის წინ
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
3 საათის წინ
ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
გადახედვა
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
3 საათის წინ
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
გადახედვა
უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან
3 საათის წინ
უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან
Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი
4 საათის წინ
Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი
გადახედვა
: “საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა”
4 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი: “საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა”
გადახედვა
UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს
4 საათის წინ
UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს
ციფრული მარკეტინგის ტენდენცია საქართველოში — რატომ იზრდება მოთხოვნა SEO მომსახურებაზე?
5 საათის წინ
ციფრული მარკეტინგის ტენდენცია საქართველოში — რატომ იზრდება მოთხოვნა SEO მომსახურებაზე?
გადახედვა
სალომე ზურაბიშვილი: რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული
5 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი: რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული
გადახედვა
ტომ ჰოლანდი ფანების დახმარებით Spider-Man: Brand New Day-ს პირველ კადრებს ავრცელებს
5 საათის წინ
ტომ ჰოლანდი ფანების დახმარებით Spider-Man: Brand New Day-ს პირველ კადრებს ავრცელებს
გადახედვა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს
5 საათის წინ
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს
გადახედვა
ძალიან ბევრი ადამიანი გააცურა — ზენდეია -ის მიერ გენერირებულ ქორწილის ფოტოებზე
5 საათის წინ
ძალიან ბევრი ადამიანი გააცურა — ზენდეია -ის მიერ გენერირებულ ქორწილის ფოტოებზე
გადახედვა
საქართველოში აშშ-ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
5 საათის წინ
საქართველოში აშშ-ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გადახედვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ილია II-ის გარდაცვალებას ქართველ ხალხს უსამძიმრებს
6 საათის წინ
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ილია II-ის გარდაცვალებას ქართველ ხალხს უსამძიმრებს
კვირის ტოპ-5
BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს1451 ნახვა
ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს1383 ნახვა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა530 ნახვა
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?489 ნახვა
აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი” ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად404 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა
გადახედვა
ადამიანი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
საზოგადოება
“თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა” — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე
“თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა” — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე
გადახედვა
საზოგადოება
“ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის შესანარჩუნებლად” — ექიმი ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
“ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის შესანარჩუნებლად” — ექიმი ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს
გადახედვა
პოლიტიკა
ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გადახედვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” მარიამ ძიძარიასა და ტვ “კავკასიას” საქმეებზე განგაშის სიგნალები ჩართო
ევროსაბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” მარიამ ძიძარიასა და ტვ “კავკასიას” საქმეებზე განგაშის სიგნალები ჩართო
გადახედვა
საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
გადახედვა
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე: მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება
ზურა ჯაფარიძე: მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება
ახლა კითხულობენ
GRAS 2026 — გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
17 მარტი, 11:02
მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი — გრინ პლანეტისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის…
“მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი” — კუბის “გათავისუფლებაზე” საუბრობს
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია