საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, პატრიარქს 22 მარტს, მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.