საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის 6 და ნატოს 9 წევრ სახელმწიფოს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე , კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს მაჩვენებელს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიღებული შედეგი საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.
“საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის 6 და ნატოს 9 წევრ სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე